ნახვამდის და მადლობა APU – ს! სალამი „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსს“

5 მარტი 2019

ჩვენ არ ვიღებთ გამოწვევებს, ჩვენ გამოწვევებს დროში ვუსწრებთ!

ნახვამდის და მადლობა APU – ს!

სალამი „ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსს“

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა 2017 წლის 25 ოქტომბერს.

მოკლე პერიოდში ჩვენმა აკადემიურმა ერთობამ მაქსიმალური ენთუზიაზმის, ძალების მობილიზების, სწორი მენეჯმენტის მეშვეობით შეძლო განეხორციელებინა მეტად საინტერესო და სასარგებლო საქმიანობა. 

ასეთი მრავლისმომცველი, შრომატევადი და მოცულობითი საქმიანობის შედეგად ასოციაციამ 1.5 წლის განმავლობაში შეძლო მოეპოვებინა მაღალი იმიჯი და სანდო პარტნიორის სტატუსი, მოახერხა გამხდარიყო ანგარიშგასაწევი ძალა.

სადღეისოდ, ჩვენი ერთობის წევრია 17 უნივერსიტეტი, აქედან, 10 ქართული და 7 უცხოური უნივერსიტეტი. ასოციაცია აერთიანებს 6 ქვეყნის უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებს. ნიშანდობლივია, რომ ასოციაციაში გაწევრიანებულია 2 მსხვილი სახელმწიფო უნივერსიტეტი.

გააკეთა რა სიტუაციური ანალიზი, 2019 წლის 1 მარტს ასოციაციის დამფუძნებელთა კრებამ მიიღო გადაწყვეტილება:

დაამტკიცა ჩვენი ორგანიზაციის ახალი სახელწოდება – ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსი (Alliance of New Europe Universities).

ასოციაციის წესდების მე-3 მუხლის 3.2. პუნქტის საფუძველზე განახორციელა შესაბამისი საწესდებო ცვლილებები.

რატომ – „ახალი ევროპა“ ?

ეს ტერმინი ახალია და მისი ექსკლუზიურობა ფრიად საამაყოა;

ამ ქვეყნებს, რომელიც ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრება ბევრი რამ გვაქვს საერთო და გზა, რომელიც სრულყოფილებისკენ გვაქვს გასავლელი საერთო პრობლემებითა და წინააღმდეგობებით არის აღსავსე. შესაბამისად, ურთიერთგამოცდილების გაზიარება და შესაძლებლობების კონსოლიდაცია ამ შემთხვევაში უაღრესად აუცილებელია.

ალიანსი აერთიანებს აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ანუ ე.წ. „ახალი ევროპის“ ქვეყნების უნივერსიტეტებს.

ალიანსის მიზანია ახალი ევროპის ქვეყნების უნივერსიტეტებს შორის შექმნას აკადემიური ურთიერთსოლიდარობის სივრცე, დიალოგის პლატფორმა, ერთობლივი საგანამანათლებლო პროგრამების, კვლევითი პროექტების განხორცილების, ახალი ტექნოლოგიების, ინოვაციების დანერგვის პოლიგონი, – წერს ზაზა მარუაშვილი.

განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლისა და გაფართოებული მიზნების გათვალისწინებით, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია სახელწოდებას იცვლის. შესაბამისად, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციაში გაწევრიანებული ყველა უნივერსიტეტი ავტომატურად იძენს ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის წევრის სტატუსს. საგანმანათლებლო სივრცეში ახალი სუბიექტის - ასოციაციის წევრობა, კერძო უმაღლესი სასწავლებლების გარდა, უკვე ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტისთვისაც იქნება შესაძლებელი. საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე სახელმწიფო უნივერსიტეტმა უკვე გამოთქვა მზაობა ალიანსში გაწევრიანების თაობაზე.

ასევე ნახეთ