მიხეილ ბატიაშვილი საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებს შეხვდა
20 ივლისს,საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რექტორებთან უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებული პრობლემები და სამომავლო გეგმები განიხილა.
შეხვედრას ესწრებოდნენ და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ და ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა -ზაზა მარუაშვილმა
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც რექტორებმა იმ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრეს, რომელთა გადაჭრაც სამინისტროს მხარდაჭერას მოითხოვს. საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა განათლების ინტერნაციონალიზაცია, უცხოელი სტუდენტების მოზიდვა, უნივერსიტეტების ავტორიზაცია-აკრედიტაციის საკითხები, ერთიანი საგანმანათლებლო ციფრული პლატფორმის შექმნა და სხვ.
ასევე ნახეთ
-
შეხვედრა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან წაიკითხეთ მეტი
-
ასოციაციას კიდევ ერთი ძლიერი საერთაშორისო პარტნიორი ეყოლება წაიკითხეთ მეტი
-
კიდევ ერთი სახელმწიფო უნივერსიტეტი წაიკითხეთ მეტი