ქ.თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

9 მაისი 2018

2018 წლის 4 მაისს, ვაკის მედიათეკაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, შედგა შეხვედრა ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებსა, არქიტექტურის სამსახურის ურბანული მართვისა და განვითარების ჯგუფის უფროსსა და სტუდენტებს შორის.

შეხვედრის მიზანი პროექტ „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის“ მიმდინარეობის განხილვა იყო.

 შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს თბილისის ავტოფარეხების და მათ მიერ დანაწევრებული საზოგადოებრივი სივრცეების გადააზრებას, მათი პოტენციალის აღმოჩენას და განვითარების სცენარების შემუშავება ლოკაციებისა და მოცემულობების გათვალისწინებით.

პროექტში მონაწილეობით სტუდენტები შეიძენენ გამოცდილებას, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებრივი სივრცეების ანალიზს და სოციალურ კვლევაზე დაყრდნობით ქალაქში არსებული პრობლემების გამოვლენას, აგრეთვე მოსახლეობასთან მჭიდრო მუშაობით, მათი გაუმჯობესების სცენარების შეთავაზებას.

პროექტის დამფინანსებელია ქ.თბილისის მერია  და ხორციელდება “Urban Experiments Group” -ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მიერ.

პროექტების წარდგენა მოხდება ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში. ღონისძიებას დაესწრება ქ.თბილისის მერი და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, აგრეთვე პროექტში ჩართული ადამიანები - მოსახლეობა, არქიტექტორები.მონაწილე სტუდენტებისთვის  გაიცემა სერთიფიკატები და დაჯილდოვდებიან მაღაზიათა ქსელ "ბიბლუსი" -ს მიერ. 

ასევე ნახეთ