კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი

24 იანვარი 2019

2019 წლის 24 იანვარს ქ. ბაქოში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციასა (APU) და აზერბაიჯანის კერძო უნივერსიტეტების ასოციაციას შორის.

🔺 მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა და ხაზარის უნივერსიტეტის დამფუძნებელმა, აზერბაიჯანის კერძო უნივერსიტეტების ასოციაციის პრეზიდენტმა ჰამლეტ ისახანლიმ.

🔴მოლაპარაკებაში მონაწილეობდნენ ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, დოქტორი ლიზა ამილახვარი და ახალი ტექნოლოგიების სამსახურის ხელმძღვანელი, დოქტორი მიხეილ დვალიშვილი.

ასევე ნახეთ