კერძო უმაღლესი სასწავლებლის ასოციაციას კიდევ ერთი საერთაშორისო სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოუერთდა
20 ნოემბერს, ხელი მოეწერა მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლის ასოციაციასა და გეტმანის სახელობის კიევის სახელმწიფო ეკონომიკურ უნივერსიტეტს შორის.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა მარუაშვილმა და გეტმანის სახელობის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის პრო-რექტორმა ანატოლი კოლოტმა.
გეტმანის სახელობის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი მეორე საერთაშორისო უნივერსიტეტია, რომელიც გაერთიანდა ასოციაციაში.
დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში იმყოფებოდა საქართველოს უნივერსიტეტში, სადაც გაცნობითი შეხვედრა შედგა უნივერსიტეტის ვიცე - კანცლერთან სამეცნიერო დარგში სოსო გოგილიძესთან და ასევე, Start up Factory-ის დამფუძნებელთან ირაკლი ქაშიბაძესთან.
მოგვიანებით გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ჩატარდა მრგვალი მაგიდის დისკუსია თემაზე: ახალი ეკონომიკისა და საზოგადოების ინსტიტუტები: თანამშრომლობის თანამედროვე ფორმები.
დისკუსიას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის წარმომადგენლები და ასევე, ასოციაციის ადმინისტრაციის წევრები.
ასევე ნახეთ
-
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გადაცემაში „რეაქცია“ წაიკითხეთ მეტი
-
საიმიჯო პრეზენტაცია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი
-
სამეცნიერო საბჭოს საქმიანი შეხვედრა წაიკითხეთ მეტი