კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის მემორანდუმი გაფორმდა
2 ნოემბერს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში,კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, შეხვედრა შედგა საქართველოს სახალხო დამცველსა და სტუდენტებს შორის.
შეხვედრა დისკუსიის რეჯიმში წარიმართა.ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები და სამართლის სკოლების დეკანები.
შეხვედრის ბოლოს, ასოციაციის პრეზიდენტმა-კონსტანტინე თოფურიამ და საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ,რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხების გარშემო საგანმანათლებლო ერთობლივი პროექტების დაგეგმვა/განხორციელებას,ერთობლივი სამეცნიერო სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზებას,სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას გულისხმობს.