კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის შეხვედრა უკრაინაში საქართველოს ელჩთან
1
ივნისი
2018
2018 წლის 1 ივნისს, კიევში შედგა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ზაზა მარუაშვილის შეხვედრა უკრაინაში საქართველოს ელჩთან, „გუამ“- ში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელთან, ბატონ გელა დუმბაძესთან.
ბატონმა ელჩმა გამოთქვა მზადყოფნა მაქსიმალური მხარდაჭერა გამოხატოს ასოციაციის ურთიერთობების მასშტაბის გაფართოების მიმართულებით. გ. დუმბაძის განცხადებით ამ მიზნით შემოდგომაზე, კიევში საელჩო ორგანიზებას გაუკეთებს ასოციაციის პრეზიდენტის კ. თოფურიას ვიზიტს, რომლის ფარგლებში დაიგეგმება შეხვედრები უკრაინის განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობასთან და უკრაინის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორებთან.
შეხვედრას ესწრებოდნენ საელჩოს დიპლომატი, პროფესორი ლიტა სურმავა და ასოციაციის წარმომადგენელი, პროფესორი მიხეილ დვალიშვილი.
ასევე ნახეთ
-
I A A R კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორია წაიკითხეთ მეტი
-
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტი „უკრაინა“ შემოუერთდა წაიკითხეთ მეტი
-
საიმიჯო პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი