კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2018 წლის 28 სექტემბერს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ხელი მოეწერა მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მემორანდუმის ფარგლებში მხარეები თანხმდებიან, რომ ხელს შეუწყობენ სტუდენტთა და პროფესორ - მასწავლებელების უფლებათა დაცვის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტების გაძლიერებას; უმაღლესი იურიდიული განათლების თანამედროვე სტანდარტების შემუშავებასა და დამკვიდრებას; სტუდენტ იურისტთა პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარებას და ამ მიზნით იურიდიული კლინიკების ქსელის გაფართოებას; სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით საკანონმდებლო ინიციატივებში კოპერირების პროცესს; საგრანტო პროექტებში პარტნიორულ თანამშრომლობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჭეხანი, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები და სამართლის სკოლების დეკანები.
ასევე ნახეთ
-
სამეცნიერო საბჭოს საქმიანი შეხვედრა წაიკითხეთ მეტი
-
პერსონალურ მონაცემთა დაცვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში წაიკითხეთ მეტი
-
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შპს “ქუთაისის უნივერსიტეტი” შემოურთდა წაიკითხეთ მეტი