
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შპს “ქუთაისის უნივერსიტეტი” შემოურთდა
1
თებერვალი
2018
2018 წლის, 1 თებერვალს საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას კიდევ ერთი წევრი - „ქუთაისის უნივერსიტეტი“ შემოურთდა.
ქუთაისის უნივერსიტეტი არის იმერეთის რეგიონში თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და ტექნიკური საშუალებებით აღჭურვილი, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე ფოკუსირებული და მუდმივ განახლებაზე ორიენტირებული კერძო სამართლის იურიდიული პირი - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
უნივერსიტეტი ეძებს ახალ, პროგრესულ გზებსა და მეთოდებს, რათა მზად შეხვდეს თანამედროვე გამოწვევებს, არ ჩამორჩეს საქართველოს უმაღლესი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს, საკუთარი სტრატეგიის ფორმირების პროცესში ითვალისწინებდეს მსოფლიო ტენდენციებს.
ასევე ნახეთ
-
შეხვედრა სტუდენტებთან წაიკითხეთ მეტი
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე - მეტი უვიზო მიმოსვლის შესახებ წაიკითხეთ მეტი