კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტი „უკრაინა“ შემოუერთდა
2018 წლის 31 მაისს, კიევში გაფორმდა ხელშეკრულება კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაციასა და ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტს „უკრაინა“ შორის. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა პ.მ. ტალანჩუკმა. ხელმოწერის პროცესს ესწრებოდნენ უკრაინის განათლების სამინისტროს, უკრაინაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები და პროფესორ-მასწავლებელები.
ხელშეკრულების შესაბამისად „უკრაინის უნივერსიტეტი“ გახდა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პირველი უცხოური უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულება.
1 ივნისს ზაზა მარუაშვილმა ინდივიდუალური შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის ცალკეული ინსტიტუტების დირექტორებთან, სხვადასხვა სამსახურის უფროსებთან, რომლის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ შესაძლო კონკრეტული ერთობლივი პროექტების რეალიზაციის პირველი რიგის ღონისძიებებზე.
ასევე ნახეთ
-
უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ფორუმი წაიკითხეთ მეტი
-
პრიორიტეტი განათლების ექსპორტი წაიკითხეთ მეტი
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი