კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციამ პირველი (დამფუძნებელი) კონფერენცია გამართა
2
მარტი
2018
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციიმ პირველი (დამფუძნებელი) კონფერენცია გამართა.
კონფერენციაში მონაწილეობა ასამდე დელეგატმა მიიღო. მათ შორის იყო ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები, დამფუძნებლები, ვიცე-რექტორები, ხარისხის სამსახურის უფროსები, დეკანები და პროფესორები.
კონფერენციამ განიხილა ასოციაციის ადმინისტრაციის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. დელეგატებმა ასოციაციის პრიორიტეტებსა და სამომავლო საქმიანობაზე ისაუბრეს.
ღონისძიებას საპატიო სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციები.
ასევე ნახეთ
-
საქართველოში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია დაფუძნდა წაიკითხეთ მეტი
-
ბიზნესისა და კონსალტინგის აკადემიამ (BCA) ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში ტრენინგი ჩაატარა წაიკითხეთ მეტი
-
უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის სამართლის უნივერსიტეტი ასოციაციის წევრი გახდა წაიკითხეთ მეტი