კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია საქართველოში „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ წევრი გახდა.
28
სექტემბერი
2018
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა (APU) და საქართველოში „საერთაშორისო სავაჭრო პალატას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
2018 წლის 27 სექტემბერს გამართულ „social meeting”-ზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავამჯდომარემ ფადი ასლიმ და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე თოფურიამ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს „საერთაშორისო სავაჭრო პალატის“ მიერ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებში ასოციაციის მუდმივი ჩართულობის უზრუნველყოფას, რაც ასოციაციისა და მისი წევრი უნივერსიტეტებისათვის შემდგომი საქმიანობის მასშტაბებისა და საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოების წინაპირობაა.
ასევე ნახეთ
-
ქ.თბილისის მერიის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა საერთაშორისო თანამშრომლობის გერმანულ სამრეწველო ფონდთან (SES-თან) წაიკითხეთ მეტი
-
პროექტ „ახალგაზრდა არქიტექტორთა თბილისის ოლიმპიადის„ მონაწილე სტუდენტებს ფაბლაბმა უმასპინძლა წაიკითხეთ მეტი