I A A R კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის პარტნიორია
✔️2019 წლის 12 თებერვალს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა და IAAR - ის (საერთაშორისო აკრედიტაციისა და რეიტინგების დამოუკიდებელი სააგენტოს) დირექტორმა ალინა ჟუმაგულოვამ ხელი მოაწერეს მემორანდუმს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
➡️ IAAR არის: ENQA-ს, APQN-ის, INQAAHE-ს, IREG-ის, CIQG-ის, AQAAIW-ის, CEENQ-ს წევრი. სააგენტო განათლების ხარისხის განვითარების მიმართულებით, მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ცნობილი მარეგულირებელი ცენტრის მიერ აღიარებული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციას ევროპისა და აზიის ქვეყნების უნივერსიტეტების ყველა პროფილის საგანამანთლებლო პროგრამისთვის ახორციელებს.
➡️ მემორანდუმის თანახმად, APU-ს წევრ უნივერსიტეტებს საშუალება მიეცემათ აკრედიტაცია შეღავათიანი პირობებით, არსებულზე დაბალი ტარიფით გაიარონ.
✔️ მემორანდუმი ითვალისწინებს:
🔴 APU-ს მიერ ამიერკავკასიისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების უნივერსიტეტებში IAAR - ის იმიჯის, შესაძლებლობებისა და მომსახურების სერვისების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას;
🔵 APU-ს მიერ IAAR - ისათვის საერთაშორისო ექსპერტების კანდიდატურების შერჩევის მიზნით რესურსების მოძიების ხელშეწყობას;
🔴 IAAR - ის მიერ ორგანიზებულ თემატურ ტრენინგებში APU-ს წევრი უნივერსიტეტების ჩართულობის უზრუნველყოფას;
🔵 მხარეების მიერ ურთიერთინფორმირებას საუნივერსიტეტო სივრცეში განათლების ხარისხის შიდა და გარე მექანიზმების გაუმჯობესების საუკეთესო გამოცდილების შესახებ;
🔴 IAAR - ის მიერ APU-ს წევრი უნივერსიტეტების განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით არსებული ახალი ლიტერატურის შესახებ ინფორმირებას;
🔵 IAAR - ის მიერ APU-ს წევრი უნივერსიტეტების ტოპ-მენეჯმენტისათვის მიზნობრივი თემატური სემინარების ორგანიზებას.
ასევე ნახეთ
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი
-
საჯარო ლექცია -"გარაჟი- სივრცე ინოვაციისთვის" წაიკითხეთ მეტი
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი