გამოხმაურება ასოციაციის ინიციატივასთან დაკავშირებით!

27 აპრილი 2018

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის (APU) ინიციატივით 2018 წლის დასაწყისში მომზადდა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კანონში „უმაღლესი განათლების შესახებ“ მე-2 მუხლის „უ1“ ქვეპუნქტში ცვლილების შეტანას ეხება. კერძოდ, აღნიშნული ქვეპუნქტის თანახმად ელექტრონული სწავლებით სარგებლობის უფლება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ პირებს აქვთ,  ჩანაწერით („საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი პირებისთვის“) ვკარგავთ ელექტრონული სწავლების ეფექტიანობას და პროდუქტულობას, რადგან ელექტრონული სწავლება თავის თავში გულისხმობს დისტანციურ ანუ გეოგრაფიული საზღვრების გარეშე განათლების მიღების საშუალებასა და შესაძლებლობას.

ზემოაღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს ქვეყანაში განათლების სისტემის განვითრებას, ინტერნაციონალიზაციის არეალის გაფართოებასა და სწავლა/სწავლების  ხარისხის გაუმჯობესებას.

კანონპროექტი ასოცაიცაიამ განსახილველად წარუდგინა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინინისტროს და საქარათველოს პარლამენტის შესაბამის კომიტეტს.

ასოციაცია  მიესალმება   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრის პრინციპულად დადებით პოზიციას ამ ინიციატივასთან დაკავშირებით.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ ელექტრონულ/დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული საკითხის კომპლექსურობიდან გამომდინარე, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების ინიცირებამდე, მიზანშეწონილია განათლების სფეროს სპეციალისტების ჩართულობით დაიწყოს კონსულტაციები.  ასევე, შესწავლილ იქნას საერთაშორისო პრაქტიკა ელეტრონული/დისტანციური სწავლების განხორციელებისთვის

აუცილებელი ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების თაობაზე, მოხდეს შესაბამისი მექანიზმების იდენტიფიცირება და დანერგვა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ასოციაცია მიმართავს უმაღლესი განათლების სფეროს მუშაკებს და ამ საკითხით დაინტერესებულ პირებს აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვაში.

ასევე ნახეთ