ერთი დღე ჯარში
2019 წლის 21 თებერვალს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თბილისის პირველი კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებთან.
🔵 შეხვედრის თემა ნატო-საქართველოს თანამშრომლობას, ამ კომუნიკაციასთან დაკავშირებული მითებისა და რეალობის გამიჯვნას მოიცავდა.
🔴მოწვეული სპიკერი გახლდათ ვიცე-პოლკოვნიკი ბექა ამბროლაძე.
🔶შეხვედრის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ვაზიანის სამხედრო ბაზა მოინახულეს და საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლისგან გაეცნენ ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის შესახებ.
🔵შეხვედრა ასევე მოიცავდა ვაზიანის სამხედრო ბაზის ტექნიკისა და სიმულაციური ცენტრის დათვალიერებას და სადილს სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად.
ასევე ნახეთ
-
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შპს “ქუთაისის უნივერსიტეტი” შემოურთდა წაიკითხეთ მეტი
-
საჯარო ლექცია -"გარაჟი- სივრცე ინოვაციისთვის" წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა “ათასწლეულის გამოწვევის ფონდ საქართველოსთან” წაიკითხეთ მეტი