დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური APU-ს ახალი პარტნიორია
🔝2019 წლის 29 იანვარს ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურსა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შორის.
✔️დოკუმენტის მიხედვით: მხარეები მოამზადებენ სხვადასხვა ერთობლივ პროექტსებს; მონაწილეობას მიიღებენ სალექციო კურსების, ერთობლივი სასწავლო პროგრამებისა და საგანმანათლებლო პროექტების მომზადებაში სწავლების ყველა დონეზე და უწყვეტი განათლების სასწავლო კურსების მომზადებასა და სწავლებაში; გამართავენ ერთობლივ თემატურ კონფერენციებსა და სამეცნიერო, სასწავლო სემინარებს.
🔼უახლოეს მომავალში ასოციაციის ორგანიზებით სისტემური ხასიათი მიეცემა დამოუკიდებელი ინსპექტორის შეხვედრებს წევრი უნივერსიტეტების სამართლის სკოლის სტუდენტებთან.
🔼ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს დამოუკიდებელმა ინსპექტორმა ქეთევან ცინცაძემ და კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაცის აღმასრულებელმა დირექტორმა ზაზა მარუაშვილმა.
ასევე ნახეთ
-
APU - ს წევრი უნივერსიტეტების გეოგრაფია გაფართოვდა !!! წაიკითხეთ მეტი
-
სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი ასოციაცია APU-ს წევრი გახდა! წაიკითხეთ მეტი
-
პრეზენტაცია ევრორეგიონულ სასწავლო უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი