ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი (BAU) APU-ს წევრია !!!

6 თებერვალი 2019

2018 წლის 6 თებერვალს კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციას შემოუერთდა საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი, მაღალი რენომეს მქონე უნივერსიტეტი.

BAU თავისი ინგლისურენოვანი სამედიცინო აკადემიური პროგრამებით, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურით, ცნობადი და მოთხოვნადი სპეციალისტებით, პროდუქტიული პროფესურით, უცხოელი სტუდენტებით ნამდვილად წონადი უმაღლესი საგანამანათლებლო დაწესებულებაა, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც.

BAU-ს ლეგალიზაცია, როგორც APU-ს ერთობის წევრი, გაფორმდა ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოაწერეს ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ისმეთ დინდარმა და კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა. ხელმოწერას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრები: ლეილა ახვლედიანი, თეა მიქელაძე და ნანა კუტუბიძე, ასევე ასოციაციის იურიდიული სამსახურის უფროსი ნანა როსტომაშვილი.

ასევე ნახეთ

  • კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას ადამიანის განვითარების ღია საერთაშორისო უნივერსიტეტი „უკრაინა“ შემოუერთდა

    წაიკითხეთ მეტი
  • კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაციის მმართველი საბჭოს I სხდომა

    წაიკითხეთ მეტი