ასოციაციის IV მმართველი საბჭოს სხდომა
✅ 2018 წლის 27 დეკემბერს , საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა გაიმართა.
🔴ასოციაციის მმართველმა საბჭომ სხდომაზე განიხილა "საქართველოს აკადემიურ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობისა და კვლევების მიმართულებით არსებული მდგომარეობა".
მმართველი საბჭოს სხდომას დაესწრო:
➡️ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია
➡️ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე.
🔶ზვიად გაბისონიამ და გიორგი ვაშაკიძემ თანადგომა გამოუცხადეს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის შესახებ.
📢📢📢 მნიშვნელოვანია, რომ დღეს მმართველმა საბჭომ ასოციაციის შემადგენლობაში მიიღო:
🔵 ახალი ქართული უნივერსიტეტი - ევროპის უნივერსიტეტი.
📢 ასევე გადაწყდა, რომ ასოციაციის შემადგენლობას შემოუერთდეს უკრაინის ორი უნივერსიტეტი:
🔶 ჰეტმანის სახელობის ეკონომიკური უნივერსიტეტი
🔷 უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის კიევის იურიდიული უნივერსიტეტი.
✅ასოციაციის მმართველი საბჭოს გადაწყვეტილებით გამოიცემა საერთაშორისო ინგლისურენოვანი სამეცნიერო აკადემიური კრებული R&D (Research & Development).
🔵 დღევანდელ სხდომაზე ასევე აირჩიეს მმართველი საბჭოს ახალი წევრები - ანა დოლიძე, თამარ ზარგინავა, სოფო სუხიშვილი და ლევან გვარიშვილი.
ასევე ნახეთ
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი
-
საიმიჯო პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა რუმინულ-ამერიკული უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან წაიკითხეთ მეტი