ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გადაცემაში „რეაქცია“

6 დეკემბერი 2017

პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა გადაცემაში "რეაქცია" საქართველოს განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ როგორც საზოგადოებამ, ასევე ხელისუფლებამ რეფორმების მემკვიდრეობითობაზე უნდა იფიქრონ. მისი თქმით, ქვეყანაში მე-12 კლასელების 25% გამოსაშვებ გამოცდებს ვერ აბარებს და ატესტატს ვერ იღებს.

"მთლიანი შიდა პროდუქტის 3.1% განათლებას ხმარდება, მაგრამ ეს ყველაფერი რამდენად მიზნობრივად მიემართება იქით, სადაც უნდა მიდიოდეს. ის ყბადაღებული რეფორმები, რომელიც იწყება და სრულდება 1-2 წელიწადში ყველა ახალ მინისტრის მოსვლის ჯერზე, ყველა მინისტრს აქვს პრეტენზია, რომ ის თავის ახალ რეფორმას იწყებს, სად არის ამ რეფორმების მემკვიდრეობითობა. არის თუ არა თვლადი ის ყველაფერი, რომელიც იმ პერიოდში განხორციელდა, იყო პროდუქტიული და საქმისთვის სასარგებლო?!.

ჩვენ ძალიან სავალალო მონაცემები გვაქვს, სკოლა ემსახურება ერთი მხრივ მისცეს ახალგაზრდას ცოდნა და მეორე მხრივ, აღზარდოს ის, როგორც მოქალაქე. რეალურად, რა სიტუაცია გვაქვს? სკოლა გამოცდების მზადების ცენტრად იქცა. სკოლა ახალგაზრდებს არ ამზადებს ცოდნის თვალსაზრისით. ჩვენი მე-12 კლასელების 25% ვერ აბარებს გამოსაშვებ გამოცდებს და ვერ იღებს ატესტატს. ეს ხომ ძალიან ცუდი და შემაშფოთებელი გარემოებაა." -აცხადებს მარუაშვილი.

ასევე ნახეთ