ასოციაციასა და სკოლებს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
23
დეკემბერი
2017
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია საშუალო და ასოციაციის დამფუძნებელ უმაღლეს სასწავლებლებს შორის გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება.
შეხვედრას ესწრებოდნენ 40-მდე სკოლის დირექტორები. მემორანდუმის ფარგლებში მხარეები შეიმუშავებენ ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს.
ასევე მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის ერთობლივად მოეწყობა კონკურსები. მეთერთმეტე-მეთორმეტე კლასელებისთვის კი ჩატარდება ღონისძიებები პროფესიული ორიენტაციისთვის საჭირო ცოდნის ასამაღლებლად.
ასევე ნახეთ
-
„ჩემი პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია" წაიკითხეთ მეტი
-
დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური APU-ს ახალი პარტნიორია წაიკითხეთ მეტი
-
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციას შპს “ქუთაისის უნივერსიტეტი” შემოურთდა წაიკითხეთ მეტი