ასოციაციასა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

12 ოქტომბერი 2018

11 ოქტომბერს, საქართველოს უნივერსიტეტში,კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, შეხვედრა  შედგა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და სამართლის სტუდენტებს შორის.

შეხვედრა დისკუსიის რეჯიმში წარიმართა.ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების რექტორები და სამართლის სკოლების დეკანები.

შეხვედრის ბოლოს, ასოციაციის პრეზიდენტმა-კონსტანტინე თოფურიამ და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა თავაძემ ხელი მოაწერეს მემორანდუმს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ,რომელიც გულისხმობს სამართლის მეცნიერების განვითარებასა და საკონსტიტუციო სამართლის პოპულარიზაციას, აგრეთვე,  მომავალი სპეციალისტების პროფესიული კარიერისათვის მომზადების უზრუნველყოფასა და  სტუდენტთა მიერ პრაქტიკული გამოცდილების  შეძენის  ხელშეწყობას.

 

 

 

 

 

ასევე ნახეთ

  • საიმიჯო პრეზენტაცია გეომედში

    წაიკითხეთ მეტი
  • ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ინიციატივა განათლების სამინისტროსა და დარგის წარმომადგენლებს

    წაიკითხეთ მეტი
  • დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური APU-ს ახალი პარტნიორია

    წაიკითხეთ მეტი