ასოციაციასა და კერძო კოლეჯებს შორის მემორანდუმი გაფორმდა
12
იანვარი
2018
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და კერძო კოლეჯების ასოაციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2018 წლის 12 იანვარს, საქართველოს ბიზნესის აკადემიაში, ხელი მოეწერა კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
ასოციაციებს შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საერთო საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვასა და იმპლიმენტაციას, საკანონმდებლო ინიციატივების ერთობლივად მომზადებას, ინფორმაციის გაცვლის უზრუნველყოფას.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უფროსკლასელთა პროფესიული ორიენტაციის ჩამოყალიბებაზე ერთობლივ ზრუნვას, განათლების მართვის სისტემის დემოკრატიზაციას და შემდგომ განვითარებას.
ასევე ნახეთ
-
APU პრეზენტაცია წაიკითხეთ მეტი
-
საიმიჯო პრეზენტაცია გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში წაიკითხეთ მეტი
-
მე-17 უნივერსიტეტი უცხოეთიდან! წაიკითხეთ მეტი