APU - ს შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში
2018 წლის 14 მარტს კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ზაზა მარუაშვილი და ასოციაციის საერთაშორისო ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლიზა ამილახვარი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პოლიტიკურ კონსულს ზუა ჰონგბოს და ატაშეს ჩენ იუჯუნს შეხვდნენ.
შეხვედრის მთავარი თემა საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები იყო. საუბარი შეეხო ასოციაციის შესაძლო თანამშრომლობას ჩინეთში მოქმედ ორგანიზაციასთან „C 9 League“, რომელიც აერთიანებს ჩინეთის 9 მაღალრეიტინგულ უნივერსიტეტს და 2018 წლის ზაფხულში, ბათუმში სტუდენტებისათვის საზაფხულო სკოლის გახსნას. ასევე განხილული იყო კავშირურთიერთობის დამყარების შესაძლებლობა ჩინეთში არსებულ საზღვაო პროფილის მქონე უნივერსიტეტებთან; განიხილება ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების ბაზაზე ჩინეთის კულტურისა და ჩინური ენის შემსწავლელი ცენტრების გახსნის შესაძლებლობა.
მხარეები გრძელვადიანი მჭიდრო თანამშრომლობის გეგმებზე შეთანხმდნენ.
ასევე ნახეთ
-
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წაიკითხეთ მეტი
-
კიდევ ერთი საერთაშორისო პარტნიორი წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან წაიკითხეთ მეტი