ანტიპლაგიატის პროგრამა „ტურნიტინის“ პრეზენტაცია
თბილისში, კერძო უმაღლესი სასწავლებელების ასოციაციის ორგანიზებით, შედგა ანტიპლაგიატის პროგრამა „ტურნიტინის“ პრეზენტაცია,რომელიც პროგრამის ევროპის ოფისის დირექტორმა ვიკი ჰამპსონმა და რეგიონალურმა მენეჯერმა კატია ლევჩენკომ ჩაატარა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი და სხვა კერძო უმაღლესი სასწავლებელების აკადემიური საბჭოს წარმომადგენლები (საქართველოს უნივერსიტეტი, გრ.რობაქიძის უნივერსიტეტი, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი, თბილისის ღია უნივერსიტეტი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, ქუთაისის უნივერსიტეტი)
ასოციაციასა და პროგრამის ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკების შედეგად, მხარეები შეთახმდენენ ანტიპლაგიატის პროგრამის განსაკუთრებით შეღავათიან პირობებით შეთავაზებაზე, ასოციაციის მიერ შექმნილი უნივერსიტეტების კონსორციუმის წევრებისთვის.
ასევე ნახეთ
-
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციასა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა წაიკითხეთ მეტი
-
შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში წაიკითხეთ მეტი
-
კერძო უმაღლესი სასწავლებლის ასოციაციას კიდევ ერთი საერთაშორისო სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოუერთდა წაიკითხეთ მეტი