ახალი საგრანტო დაფინანსება

4 მარტი 2019

📢 კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციამ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საგრანტო დაფინანსება მოიპოვა პროექტით „ბანაკი - საქართველოსა და უკრაინის სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ.“

✔️ კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის საქმიანობის ერთ - ერთ პრიორიტეტი სწავლების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო ურთიერთობების გაფართოება, ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების ხელშეწყობაა. ასოციაცია ცდილობს ისეთი ღონისძიებების ინიცირებას, რომლებშიც არამხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო სტუდენტები და ლექტორებიც იქნებიან ჩართულები.

➡️ კონკრეტული პროექტის მიზანი ორი ქვეყნის სტუდენტების ერთმანეთთან დაახლოების ხელშეწყობაა. მასში კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი ქართული და უკრაინული უნივერსიტეტების სტუდენტები ჩაერთვებიან. პროექტის ფარგლებში ქართველი და უკრაინელი წარმატებული სტარტაპერები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, ასწავლიან სტუდენტებს, როგორ შეუძლიათ თავიანთი იდეების ჩამოყალიბება, სრულყოფა და განხორციელება.

✔️ პროექტი კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის - საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მხარდაჭერით განხორციელდება. 
#APU
#GITA
#სპმთპ

ასევე ნახეთ

  • საიმიჯო პრეზენტაცია თბილისის ღია უნივერსიტეტში

    წაიკითხეთ მეტი
  • ასოციაციასა და კერძო კოლეჯებს შორის მემორანდუმი გაფორმდა

    წაიკითხეთ მეტი
  • კერძო უმაღლესი სასწავლებლის ასოციაციას კიდევ ერთი საერთაშორისო სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოუერთდა

    წაიკითხეთ მეტი