
- რეგისტრაციის ღირებულება უფასო
- რეგისტრაცია
-
27 ივნისი 2019
- თბილისი, საქართველო კოსტავას 77ა
- 11:00 საათი
ციფრული ტრანსფორმაცია: საზოგადოება და უნივერსიტეტი
„ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის,” „საქართველოს უნივერსიტეტისა“ და "შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის" ორგანიზებით, 27 - 28 ივნისს იმართება ორდღიანი კონფერენცია თემაზე “ციფრული ტრანსფორმაცია: საზოგადოება და უნივერსიტეტი.”
კონფერენციის პირველი დღის სამუშაო თემატიკაა: ციფრული ტრანსფორმაცია: სახელმწიფოსა და უნივერსიტეტის როლი ინოვაციების განვითარების, ინოვაციური ეკოსისტემის ფორმირების სფეროში.
კონფერენციის მეორე დღის თემაა: უნივერსიტეტები და IV ინდუსტრიული რევოლუცია - გამოწვევები და პერსპექტივები. სამუშაო საკითხები: უნივერსიტეტის როლის ტრანსფორმაცია “ცოდნის ეკონომიკის” კონტექსტში, უნივერსიტეტის როლი ქვეყნის რეგიონულ განვითარებაში, თანამედროვე ტექნოლოგიები საუნივერსიტეტო სწავლა/სწავლების პროცესში.
კონფერენცია ითვალისწინებს რამდენიმე ფორმატს: პრეზენტაციები, კონკრეტული ქეისების განხილვა და პანელური დისკუსიები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო სააგენტოების (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, განათლების ხარისხის განვითარების ცენტრი, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო), უნივერსიტეტებისს, ICT კლასტერისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.
მონაწილეობისთვის გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია: https://bit.ly/31u0uDx