• 24 აგვისტო 2018
  • თბილისი, საქართველო მ.კოსტავას ქუჩა #68
  • 12:00 საათი

სოლიდარობა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU)

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მხარდასაჭერად, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით ტარდება პრესკონფერენცია, რომელიც გაიმართება Prime Time პრესკლუბში, 2018 წლის 24 აგვისტოს 12:00 საათზე.

პრესკონფერენციას დაესწრებიან და საკუთარ პოზიციას გამოხატავენ საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები. ჩვენ ვაპროტესებთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს 2018 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით IBSU-ს ერთი წლით შეეზღუდა სტუდენტების მიღების უფლება. აღნიშნული გადაწყვეტილება არის სრულიად უსაფუძვლო და არასამართლიანი, მაშინ როდესაც სასამართლო დავა უნივერისტეტსა და შემოსავლების სამსახურს შორის დღესაც მიმდინარეობს.

საჭიროა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოიყენონ კანონით მათვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და მოახდინონ საკითხის განმეორებით მოსმენა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

მის: ქ.თბილისი მ.კოსტავას ქუჩა #68 (Prime Time - პრესკლუბი), 24 აგვისტო 12:00 საათი.

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაცია

საკონტაქტო პირი - იურიდიული სამსახურის უფროსი ნიკა კვერნაძე

ტელ: 555-44-54-54

ელ.ფოსტა: N.Kvernadze@apu.ge