
- რეგისტრაციის ღირებულება უფასო
- რეგისტრაცია
-
13 დეკემბერი 2018
- თბილისი, საქართველო კოსტავას 77ა
- 14:00 საათი
შეხვედრა იაპონიის ელჩთან
2018 წლის 13 დეკემბერს, 14:00 საათზე საქართველოს უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში (519) კერძო უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ასოციაციის ორგანიზებით შედგება შეხვედრა იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ბატონ ტადაჰარუ უეჰარასთან.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის წევრი უნივერსიტეტების წარმომადგენლები, საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ-მეცნიერებათა სკოლისა და ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის დირექტორები და ამავე სკოლების სტუდენტები.
შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.