• 5 ივნისი 2018
  • თბილისი, საქართველო აღმაშენებლის ხეივანი 13-ე კილომეტრი
  • 13:00 საათი

საერთაშორისო სამეცნიერო სტუდენტური კონფერენცია

2018 წლის 5 ივნისს გრიგოლ რობაქიძის უნივერსტეტში ტარდება საერთაშორისო მულტიდისციპლინური კომფერენცია.

კონფერენციის მიზანია სამეცნიერო კვლევებში ახალგაზრდა თაობის აქტიურად ჩართვა, მათი მხარდაჭერა, სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერთა ინტეგრირების პროცესის ხელშეწყობა.

ახალგაზრდა მეცნიერებს (ბაკალავრები და მაგისტრები) საშუალება ექნებათ წარმოადგინონ თავიანთი კვლევის შედეგები შემდეგი მიმართულებებით:

სამართალი; მედიცინა; პოლიტიკის მეცნიერებები; ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები; ეკონომიკისა და ბიზნესის მეცნიერებები; საერთაშორისო ურთიერთობები;

თეზისები გამოქვეყნდება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის გამომცემლობაში;

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა ელექტრონულ მისამართზე: international@gruni.edu.ge უნდა გამოაგზავნონ თეზისები.

კონფერენციის ინსტრუქცია იხ.ბმულზე

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 1 ივნისი, 2018 წელი.