• 27 დეკემბერი 2018
  • თბილისი, საქართველო ლ.გუდიაშვილის ქ.#7
  • 14:00 საათი

მმართველი საბჭოს სხდომა #4

2018 წლის 27 დეკემბერს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის მმართველი საბჭოს სხდომა.

ასოციაციის მმართველი საბჭო სხდომაზე განიხილავს, საქართველოს აკადემიურ სივრცეში სამეცნიერო საქმიანობისა და კვლევების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას.

საბჭო ასევე განიხილავს ორგანიზაციულ საკითხებს.

მმართველი საბჭოს სხდომას დაესწრება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული ფონდის დირექტორი ზვიად გაბისონია, განათლების ხარისხის და განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი გიორგი კვესიტაძე.

იხ. დანართი დღის წესრიგი