• 18 ნოემბერი 2018
  • თბილისი, საქართველო თორნიკე ერისთავის 5ა
  • 13:00 საათი

ერთი დღე ლექტორად

 2018 წლის 18-19 დეკემბერს, კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით, ევროპის უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ტარდება პროექტი - „ერთი დღე ლექტორად.“

🔴 პროექტი მიზნად ისახავს დააინტერესოს სტუდენტები აკადემიური/პედაგოგიური საქმიანობით და ხელი შეუწყოს პროფესიული საქმიანობის პოპულარიზებას, გარდა ამისა, გამოუმუშავოს მათ აუდიტორიასთან ურთიერთობისა და ინტერაქტიული კომუნიკაციის უნარები.

➡️ პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამართალმცოდნეობის/საერთაშორისო სამართლის ბაკალავრის მეოთხე კურსის სტუდენტებსა და მაგისტრატურის პირველ და მეორე კურსელ სტუდენტებს.

🔵 პროექტი მიმდინარეობს ოთხ ეტაპად:

I ეტაპი (26 ნოემბერი-10 დეკემბერი) - აპლიკაციების მიღება (სტუდენტებმა უნდა შეავსონ კითხვარი და ასევე წარმოადგინონ თუ რომელ მიმართულებას და თემას ირჩევენ სალექციოდ);

II ეტაპი (10 დეკემბერი -12 დეკემბერი) - არჩეულ მონაწილეებთან წინასწარი გასაუბრება და საუკეთესო 8 სტუდენტის გამოვლენა ლექციის ჩატარების ეტაპისთვის;

III ეტაპი (14 დეკემბერი) - ტრენინგის ჩატარება შერჩეულ სტუდენტებთან - „ეფექტური საჯარო გამოსვლა.“ - ტრენინგს უძღვება კახაბერ გოშაძე.

IV ეტაპი (18-19 დეკემბერი) - სტუდენტების მიერ ლექციების ჩატარება.

➡️ მონაწილე სტუდენტებისთვის გაიცემა სერთიფიკატები, აგრეთვე, გამოვლინდებიან პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები და საუკეთესო სალექციო თემატიკის შერჩევისთვის გამარჯვებული სტუდენტი.

 პროექტის ხელმძღვანელი: კახაბერ გოშაძე, სამართლის დოქტორი, ევროპის უნივერსიტეტის სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე.

🔵 სარეგისტრაციო ბმული

საკონტაქტო პირი - ელენე დოხნაძე 598 16 02 96