
- რეგისტრაციის ღირებულება უფასო
- რეგისტრაცია
-
5 აპრილი 2019
- წყნეთი, საქართველო წყნეთი
- 14:00 საათი
ბანაკი - საქართველოსა და უკრაინის სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ
ყურადღება, ყურადღება !!!
გთავაზობთ ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ერთობლივ პროექტს:
ბანაკი - საქართველოსა და უკრაინის სტარტაპების ეკოსისტემის შესახებ
გაქვს იდეები? გინდა გაიგო მეტი საქართველოსა და უკრაინის სტარტაპების შესახებ? მაშინ ეს პროექტი შენთვისაა!!!
ჩვენ ვეძებთ იდეებს და გვსურს დაგეხმაროთ ამ იდეების განხორციელებაში!
პროექტის მთავარი მიზანია: საქართველოსა და უკრაინის სტარტაპების ეკოსისტემის გაცნობა, ტრენინგებისა და ვორქშოპების საშუალებით სტუდენტების იდეების ორივე ქვეყანაში განხორციელების ხელშწყობა.
მოდი ჩვენთან და წაიღე მეტი - პროფესიონალებისგან!
5-6-7 აპრილს ბანაკი ჩატარდება საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წყნეთის ბაზაზე.
ჩვენ ვეძებთ სტუდენტებს საქართველოს მასშტაბით ყველა უმაღლესი სასწავლებლებიდან შემდეგი მიმართულებებით:
- ბიზნესი და ეკონომიკა
- IT
- პროექტების მენეჯმენტი
და ასევე, სტუდენტებს, რომელთაც აქვთ იდეები და სურთ შექმნან გუნდი, რომელთან ერთადაც სამომავლოდ სტარტაპს დაიწყებენ.
იპოვე თანამოაზრეები ჩვენთან ერთად და გახდი წარმატებული!
2 დღის განმავლობაში თქვენ გეძლევათ შანსი საკუთარი იდეის განხორციელებისას მოისმინოთ გამოცდილი სპიკერების გამოსვლები!
პროექტში მონაწილეობა უფასოა !!!
პროექტის ენა: ინგლისური
ადგილები შეზღუდულია!
აპლიკაციის ბმული:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd-67yu90Af5WfvA83pnW0ybdnq8QznvHqKiw_lUGqd4vc1Ig/viewform
მონაწილეები პირველ ეტაპზე შეირჩევიან აპლიკაციის საფუძველზე.
დარეგისტრირდი დღესვე შემდეგ აპლიკაციაზე:
Deadline – 31 მარტი.
პროექტის მხარდამჭერები არიან:
- ახალი ევროპის უნივერსიტეტების ალიანსის წევრი უნივერსიტეტები
- საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA
- საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ)
საკონტაქტო პირი მიხეილ დვალიშვილი
მობ: 599 382 837